ოკუპანტებმა 40 წლის ქალი გაიტაცეს

2018-07-11 17:55:40
231

 

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე 40 წლის რუსუდან ლუქხუტაშვილი დააკავეს. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედება. სოფელ ბალთასთან მოხდა. რუსუდან ლუქხუტაშვილი რუსთავის მცხოვრებია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ევროკავშირის მისიაც ინფორმირებულია.