„ჩვენ უნდა დავიცვათ გერმანია, ის კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდის“

2018-07-11 16:30:57
809

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო–ს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე გერმანია მწვავედ გააკრიტიკა.

„ჩვენ უნდა დავიცვათ გერმანია, ის კი მიდის რუსეთთან  მილსადენების გარიგებებს დებს და მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდის. აბსოლუტრად მიუღებელია, რომ ბერლინი მილიარდებს უხდის მოსკოვს, მაშინ როცა ქვეყნის სამხედრო ხარჯები მშპ-ს დაახლოებით 1%–ს შეადგენს. ვფიქრობ, ეს ძალიან შეუსაბამოა“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, გერმანია რუსეთის ტყვეობაშია.

„გერმანია სრულად კონტროლდება რუსეთის მიერ, რადგან ენერგიის 60-70%–ს მოსკოვისგან იღებს. ვფიქრობ, ეს ის საკითხია, რასაც ნატო–მ ყურადღება უნდა დაუთმოს“, – მიმართა ტრამპმა სტოლტენბერგს.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში მიმდინარე ნატო–ს სამიტის ფარგლებში ტრამპი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.