არც ერთი არა: მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე აირჩიეს

2018-07-11 15:39:40
152

 

საპროკურორო საბჭომ ერთხმად (12 კი და არც ერთი არა) მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე აირჩია. პროცედურის თანახმად შალვა თადუმაძის კანდიდატურა ჯერ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პარლამენტმა. 

მოგვიანებით პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ შალვა თადუმაძე არის უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანია.


„ჩემი შეფასებით, შალვა თადუმაძე არის უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანი. ბოლო პერიოდში ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო, მანამდე კი, 2012 წლიდან მოყოლებული, მთავრობის საპარლამენტო მდივანი და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების უშუალო მონაწილე გახლდათ. ის სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ, ისე სამეცნიერო წრეებში. მინდა მას პარლამენტში წარდგენის და დამტკიცების პროცესში წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის: საპროკურორო საბჭოს დღე დღეს სამ კანდიდატს უნდა გასაუბრებოდა, თუმცა შალვა შავგულიძემ პროცესის გაუმჭვირვალობის მოტივით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისად, საბჭომ დღეს შალვა თადუმაძესა და ნინო გოგნიაშვილს მოუსმინა.  

როგორც ცნობილია, საპროკურორო საბჭოს სხდომა საპარლამენტო უმცირესობის კვოტით წარმოდგენილმა შემფასებელმა ოთარ კახიძემაც დატოვა. მან პროტესტის მიზეზად გაუმჭვირვალე შესარჩევი პროცესი დაასახელა. იუსტიციის მინისტრმა კი უარი განაცხადა კანდიდატების შესაფასებაზე. წულუკიანის თქმით, ის მხოლოდ პროცესს დაესწრება და მასში სხვა სახის მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან შემდგომ გარკვეული კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.  

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია არჩევის პროცესს და თავად კანდიდატს უნდობლობას უცხადებს. მოგეხსენებათ, 2012 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის საქართველოს მთავრობის ჯერ საპარლამენტო მდივანი შემდეგ კი ადმინისტრაციიის უფროსი იყო.