სინოპტიკოსები ცხელ დღეებთან ერთად ელჭექს პროგნოზირებენ

2018-07-10 14:50:49
327

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 12 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

"10 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +31, +36, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი.

11 – 12 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს, მთაში კი ისევ +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ +35, +40 გრადუსამდე დაცხება.

თბილისში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 10 ივლისს +36, 11 ივლისს +38, 12 ივლისს +40 გრადუსია მოსალოდნელი".