“გვართმევენ ქვეყანას...სააკაშვილის დროს ახლა კოდასთან 15 ქვეყნის ელჩი და გაეროს გენმდივანი იდგებოდა”

2018-07-10 11:13:39
1006

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ოკუპანტების მიერ ქარელის რაიონში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო გადაადგილებას ეხმიანება. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ასეთ დროს, ე.წ. საზღვართან საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზება მოხდებოდა, პუტინი-ტრამპის შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს თემაც იქნებოდა შეტანილი:

“ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევენ ქვეყანას! ამ დროს ამათ აქვთ თავი ჩარგული, არ აინტერესებთ რა ხდება გარშემო! შეიძლება, არაერთი შეცდომა თუ სიბრიყვე ჰქონდეს გაკეთებული სააკაშვილს, მაგრამ მის დროს რომ ეს მომხდარიყო, ახლა კოდასთან იდგებოდა 15 ქვეყნის ელჩი და გაეროს გენერალური მდივანი, და მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა, რას აკეთებს რუსეთ საქართველოში… ხოლო ტრამპს თუ სხვა პრეზიდენტებს პუტინთან შეხვედრისას საქართველოს ოკუპაციის თემა დღის წესრიგში ექნებოდათ!

ჩუმად იყავით,  ემანდ არ შეგამჩნიონ რომ ცოცხლები ხართ!” – წერს გამსახურდია.