გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგა [ვიდეო]

2018-06-13 18:39:42
300

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის: ჯერ კიდევ ორი თვის წინ პრემიერი ამბობდა, რომ პოზიციის დატოვებას უახლოეს მომავალში არ გეგმავდა http://accent.com.ge/ge/news/details/49832.

კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, პრემიერის გადადგომის შემთხვევაში სამთავრობო გუნდი მთელი შემადგენლობით ავტომატურად ითვლება გადაყენებულად. მინისტრთა ახალი კაბინეტის დანიშნვამდე მინისტრები საკუთარ პოზიციებზე მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან.