"მივიღე წერილი, რომ მარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი მონაწილეობდა"

2018-06-13 14:10:14
178

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან მან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ, გარეული იყო პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი.

„მინდოდა, გამემახვილებინა ყურადღება მარნეულის ძალიან მძიმე ინციდენტზე, მით უმეტეს, შემოსულია წერილი მთავრი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, ბატონი მამუკა ვასაძისგან, რომ გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, ამ ინციდენტში იყო გარეული ასევე საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი",– განაცხადა კობახიძემ.

მარნეულის მერი დღეს დააკავეს http://accent.com.ge/ge/news/details/54482