ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი:"საქართველო შესაძლოა იყოს მუზა სხვა ქვეყნებისთვის, პენიტენციურ სისტემაში რეფორმების გატარების კუთხით"

2018-06-05 14:17:30
414

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, სტავროს ლამბრინიდისს შორის ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრაზე, სასჯელაღსრულების მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, რომლის რეკომენდაციაა პენიტენციური რეფორმის ექსპორტზე გატანა, დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია რეფორმის შესახებ. 

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა პენიტენციურ სისტემაში რეფორმების გატარების კუთხით. 

„დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან წარმატებული და ინფორმაციული, მე ახლახანს დავბრუნდი თბილისიდან და საქართველო ერთ -ერთი სამაგალითო ქვეყანაა პენიტენციურ სისტემაში რეფორმების გატარების კუთხით. შესაძლებელია სწორედ ამიტომ, ის იყოს მუზა და სხვა ქვენებებისთვის წარმატების მაგალითი“, - განაცხადა ლამბრიდინისმა. 

მისივე თქმით, საქართველოს მონაწილეობა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ევროკავშირის ინიციატივაში მნიშვნელოვანია, რადგან ეს სხვა ქვეყნებსაც მისცემს შესაძლებლობას ისწავლონ საქართველოს მაგალითზე და განახორციელონ წარმატებული რეფორმები. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ გამოაქვეყნებულ რეპორტში, ერთ- ერთ მთავარ მიღწევად საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმა მიიჩნევა. 

„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა, ბატონ სტავროს ლამბრიდინისთან, მან რეკომანდაციით მოგვამრთა, პენიტენციური რეფორმის, როგორც ერთ- ერთი წარმატებული რეფორმის გაეროს გენერალური ასამბლეის 73 -ე სესიის დებატების ფარგლებში გატანის თაობაზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, საერთაშორისო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება განხორციელდეს მოკლე დროში წარმატებული რეფორმა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

შეხვდრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც არის პენიტენციურ სისტემაში.

(R)