რას ნიშნავს "კაა" - ზვიად კუპრავას თანამებრძოლი განმარტებას აკეთებს

03 June, 2018   2 კვირის 3 დღის წინ
3516

ზვიად კუპრავას თანამებრძოლი, ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, რომ გუშინ, აქციაზე თავის შეძახილში "კაა"-ში "მაუგლის" პერსონაჟ გველ კაას გულისხმობდა.

ამის შესახებ ის საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს. 

"თუ გაინტერესებთ რას ნიშნავდა ჩემი "კაა" გაგახსენებთ მულტფილმს სადაც კაა არის მახჩობელა გველი პითონი, არ ამოძვრა სოროდან მაგრამ მოუწევს!!! ივანიშვილი არის მახჩობელა!!!", - დაწერა მან.