„ქართულმა მარშმა“ 17 მაისს დაგეგმილი აქციები გააუქმა

2018-05-16 23:05:43
438

„ქართული მარში“ ხვალ აქციებს აღარ გამართავს, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მისი თქმით, მან განაცხადა, რომ „ქართული მარში“ გააუქმებდა ხვალ დაგეგმილ ყველა აქციას, თუ ლგბტ პირთა აქციები არ გაიმართებოდა და ამ პირობას შეასრულებს.

„არანაირად არ ვართ მოწადინებული, რომ ვიღაცამ ისარგებლოს ჩვენი შიდა დაპირისპირებით. ძალიან კარგია, რომ ხვალინდელი დღე ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს - ვილოცებთ ტაძრებში და შევუერთდებით საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „თანასწორობის მოძრაობა“ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ აქციას არ გამართავს. 

ეს განცხადება „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტებმა საზოგადოებას მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააცნეს. 

„მიმდინარე წელს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ შს სამინისტროსთან და მათ დეკლარირებულად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ჩვენთვსი შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სოციალური მღელვარება, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში შეჭრას მოჰყვა. დაწყებული საპროტესტო აქციის ეკალაცია გახლდათ ის, რომ რუსთაველსი გამზირი დავიკავეთ არა მხოლოდ მშვიდობიანმა მანიფესტანტებმა, არამედ უკონტროლო და კანონგარეშე მოქმედმა ფაშისტურმა, ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა. ხელსუფლებას დასჭირდა უპრეცედენტო ძალის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ასეული დესტრუქციული მოქალაქე, რომლებიც ხეებსაც კი გლეჯდნენ, შეეკავებინათ. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და თავიდან იქნა აცილებული მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება დმეონსტრაციის დროებით შეწყვეტით. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზება აქვთ გამოცხადებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს და იმ ფაშისტურ დაჯგუფებას, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ თანამშომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. გვაქვ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამა წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. მიხუედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადეთ, მათი აქტოვობები არც დროსა და არც ლოკაციაშ არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას. ჩვენ ერთელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩართული ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, ვაცნობიერებთ რა, ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ლგბტ აქტივისტებმა მივირეთ ჩვენთვსი უმძიმესი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი აქცია საქართელოს კანცელარიასთან“, - ნათქვამია ‘თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებაში.