"თანასწორობის მოძრაობის" ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე მხარეებს შორის მწვავე შელაპარაკებას აქვს ადგილი – ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

2018-05-16 18:18:03
489

ამ წუთებში "თანასწორობის მოძრაობის" ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავების გამოძახება სავარაუდოდ, დაპირისპირების გამო გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მწვავე შელაპარაკებას აქვს ადგილი.

პარალელურად, შეხვედრა დატოვა რამდენიმე მონაწილემ, მათ შორის ანა სუბელიანმა. თუმცა მათგან არც ერთს არ უთქვამს, რატომ დატოვა შეხვედრა და გაიმართება თუ არა ხვალ აქცია.

რაც შეეხება შეხვედრას, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში მესამე სექტორი 17 მაისს დაგეგმილ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე მსჯელობს.

მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ გაიმართება თუ არა ხვალ აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. აღნიშნულ საკითხზე აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი თვლის, რომ ხვალინდელი აქციის უსაფრთხოება შესაძლოა, არ იყოს დაცული და "მარშელების" და ნეონაცისტური ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ თავდასხმა განხორციელდეს. ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ მიუხედავად შესაძლო საფრთხისა, აქცია მაინც უნდა ჩატარდეს.