“მთავრობა ალბათ, გრძნობდა, რომ ღარიბაშვილი არ იყო საუკეთესო, ვინც მომავალ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ უხელმძღვანელებდა“

2015-12-24 08:41:44
581

როგორც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ამის გათვალისწინებით, კარგი სამუშაო გასწია“, – ასე აფასებს ექსპერტი საქართველოს საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის მოღვაწეობას.

მისივე განმარტებით, “ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის კონსტიტუციური ლიდერი იყო, უმცა გამხელილი საიდუმლოა, რომ რეალურ ძალაუფლებას მისი წინამორბედი ბიძინა ივანიშვილი ქმნიდა, შესაბამისად, ღარიბაშილი შეზღუდული ავტონომიური უფლებებით სარგებლობდა”.

ამ ძალიან რთული პირობების გათვალისწინებით, ღარიბაშვილმა კარგი სამუშაო გასწია: ქვეყანამ ევროკავშირთან „ასოცირების შეთანხმება გააფორმა და გააგრძელა ნატო–სკენ სვლა” - განუცხადა :აქცენტს” ექსპერტმა.

ამავე დროს, მისი შეფასებით, ღარიბაშვილმა “დაამტკიცა, რომ საკუთარი თავის მტერია, როცა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ ზედმეტად მკაცრი განცხადებები გააკეთა”.

რაც შეეხება მის გადადგომის მიზეზებს, ლიტჩელის აზრით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი აქვს: პირველი – “ხელისუფლება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით შეშფოთებულია და სურს ახალი ლიდერი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს”; მეორე – “მთავრობა ალბათ, გრძნობდა, რომ ღარიბაშვილი არ იყო საუკეთესო, ვინც მომავალ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ უხელმძღვანელებდა“.