„The Wall Street Journal“: “ტრამპი სირიაში რუსული და ირანული სამიზნეების დაბომბვას აპირებდა“

2018-04-16 18:03:09
404

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩველთა ჯგუფი სირიაზე დარტყმის რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა.

ამის შესახებ „The Wall Street Journal“ იუწყება. 

„ყველაზე კონსერვატიული ვარიანტი იყო სირიის ქიმიური იარაღის საწყობების დაბომბვა. მეორე ვარიანტი სირიის რეჟიმის სამიზნეების, მათ შორის ქიმიური იარაღის საწყობების და სამხედრო სარდლობის დაბომბვას ითვალისწინებდა. მესამე ვარიანტი სირიაში რუსულ საჰაერო თავდაცვის პოზიციებზე  საჰაერო დარტყმების განხორციელებას გულისხმობდა . პრეზიდენტი ტრამპი აუძულებდა თავის გუნდს განეხილათ სირიაში რუსულ და ირანულ სამიზნეებზე დარტყმების განხორციელების საკითხიც“, – ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მეორე და მესამე ვარინატები ტრამპს აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა გადააფიქრებინა.