ერევანში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო )

2018-04-16 16:53:53
232

ერევანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ აღმართული კედლის გარღვევას ცდილობენ. როგორც მედია წერს, პოლიცია მომიტინგეების შეკავებას ცდილობს.

მოვლენები მარშალ ბაგრამიანის გამზირზე ვითარდება, სადაც პარლამენტის შენობაა განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ერევანში 3 აპრილს ოპოზიური ფრაქცია „ელქის” ლიდერის ნიკოლ პაშინიანის ორგანიზებით საპროტესტო აქციები დაიწყო. პაშინიანი და მისი მომხრეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ -მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ.