პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალებას დროებით აჩერებს

2018-04-16 15:10:24
161

პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით ვწყვეტთ შეწყალების აქტს, სანამ არ გავივლით ყველა აქტორთან კონსულტაციას,– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონსულტაციების გავლის შემდეგ ჰუმანური აქტი აღდგება.

მიზეზი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახდა. როგორც ცნობილია, დანაშაულში ბრალდებულმა შეწყალების საფუძველზე საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.