მაკრონი: "ტრამპი სირიაში ამერიკული ქვედანაყოფების დატოვების აუცილებლობაში დავარწმუნე"

2018-04-16 13:09:09
619

საფრანგეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან სირიის ოპერაციამდე გამართული კონსულტაციების დეტალებზე ისაუბრა.

"ტრამპი სირიაში ამერიკული ქვედანაყოფების დატოვების აუცილებლობაში დავარწმუნე", – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისივე თქმით, მან ტრამპი სირიაში შეზღუდული ფარგლების ოპერაციის ჩატარებაზე – მხოლოდ ქიმიური ობიექტების დაბომბვაზე დაიყოლია. 

შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე პრეზიდენტებმა ტელეფონით 10 დღის წინ ისაუბრეს, როდესაც აშშ–ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების სირიიდან გამოყვანას გეგმავდა.

ცნობისთვის:ტრამპის თქმით, სირიაში ამერიკელი სამხედროები მომდევნო 6 თვის განმავლობაში დარჩებიან.