"გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი"

2018-04-16 12:57:45
676

"გედი არის ცილისმწამებელი კაცი და მას ჭორაობას და ცილისწამებას ურჩევნია ის საქმე გააკეთოს, რაშიც ხელფასს იღებს, იმიტომ რომ საერთოდ არ დადის კომიტეტზე. რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილიე, როდესაც ფიზიკურად არ ვიყავი ქვეყანაში და ვიმყოფებოდი ჩინეთში. იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს დაფარავს, თვითონვე უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც უნდა ვიფიქრო," - განაცხადა კილაძე.

გედევან ფოფხაძემ "იმედის კვირასთან" საუბარში განაცახდა, რომ სოფო კილაძემ მისი ფაქსიმილიე გამოიყენა.

"მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა, მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი "ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?", ეს ხომ სისხლის სამართის დანაშაულია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.