„ორი რამ მენატრება - ბავშვობა და სიკვდილი“ - პოპულარული რადიოწამყვანის გაუსაძლისი ყოფა (ვიდეო)

15 April, 2018   1 კვირის 2 დღის წინ
2210

ევგენი ვადაქარია, რომელიც საქართველოს რადიოს რუსულენოვან რედაქციაში მუშაობდა, დღეს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ის 65 წლის არის. რამდენიმე წლის წინ ინსულტი გადაიტანა.

1980-იან წლებში მისი ხმა საქართველოს აღვიძებდა და მის წაკითხულ ახალ ამბებს მთელი ქვეყანა ელოდა, ახლა კი ევგენი ვადაქარია ყველამ მიატოვა.

მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, რომელიც არაფერში ჰყოფნის. მძიმე ავადმყოფს სახელწიფო არ ეხმარება.

პოპულარული რადიოწამყვანის ოცნება ერთი საათით რადიოსტუდიაში დაბრუნება და გადაცემის წაყვანაა.

„რაც უნდა აკეთო, ადრე თუ გვიან მაინც დაგივიწყებენ, სტალინი თუ არ ხარ, ან მოცარტი, ან ლაღიძე, ან „ბიტლები”… ორი რამ მენატრება – ბავშვობა და სიკვდილი. მინდა, ვიყო პატარა, დედიკოს კალთაში და მამიკოს კისერზე რომ ვეჯდე. არც ცოლი და არც შვილი… როცა მინდოდა, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არ გამომყოლოდა… მე ახლა ბოროტ სიზმარში ვარ, ამაზე ბოროტი სიზმარი არ არსებობს, დამიჯერეთ, – ამბობს ევგენი ვადაქარია.