რა გარემოში მუშაობენ მინდელის შახტში დასაქმებულები (ვიდეო)

15 April, 2018   1 კვირის 2 დღის წინ
153

ტყიბულის სამთო-მომპოვებელ კომბინატში დასაქმებულმა გადაიღო ვიდეო, რომელიც იმ გარემოს ასახავს, რომელშიც მეშახტეებს უწევთ მუშაობა. სამუშაო გარემოს ამსახველი კადრები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა.

მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა.