"ქართული ენის სწავლა ჩემთვის ხანდახან რთულია, მაგრამ მუდამ მავსებს სიამოვნებით" – ბრიტანეთის ელჩი საქართველოში

2018-04-14 21:55:50
1053

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი ქართველებს დედაენის დღეს საკუთარი ხელით დაწერილი წერილით ულოცავს. 

 

"ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცით, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი თავისუფლად საუბრობს და წერს ქართულ ენაზე.

ვუერთდებით მას და გილოცავთ დედა ენის დღეს!" – ვკითხულობთ საელჩოს ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე, რომელსაც თან ერთვის ელჩის მიერ საკუთარი ხელით დაწერილი მისალოცი წერილი.  

 

 

 

საქართველოში დედაენის დღე 14 აპრილს 1990 წლიდან უკვე ოცდამეცხრედ აღინიშნება. უკვე 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსული გეგმა ჩავარდა და კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერი ვერ შეცვალეს.

ამას 1978 წლის 14 აპრილს სტუდენტები მანიფესტაციებით დაუპირისპირდნენ. მოსკოვი საქართველოში ქართული ენი, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმებას აპირებდა. ამ მანიფესტაციების შედეგად საქართველოს ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსით შეუნარჩუნდა.