საბჭოს წევრთა შესარჩევი კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატების სია

2018-03-13 22:11:57
235

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის 12 კანდიდატი შეარჩია.

14 კანდიდატიდან ორმა: დავით კორახაშვილმა და ვლადიმერ ბოჟაძემ ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლეს.

კომისიის მიერ შერჩეული 12 კანდიდატის სია ასე გამოიყურება:

1. მალხაზ ასლამაზაშვილი - რეჟისორი;

2. ნინია კაკაბაძე - ჟურნალისტი;

3. დონარა შონავა - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;

4. ზაზა შათირიშვილი - ფილოსოფოსი;

5. იზაბელა ოსიპოვა - სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;

6. ხატია ყურაშვილი - კომუნიკაციების კომისიის ყოფილი პრესმდივანი;

7. ზვიად დევდარიანი - სიდას ხელმძღვანელი;

8. ბესო ლილუაშვილი - იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი;

9. ნათია სირაბიძე - აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე;

10. ია მამალაძე - ჟურნალისტი;

11. ნათია კობერიძე - ჟურნალისტი;

12. ბაია პატარაია - საფარის ხელმძღვანელი.