აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს

2018-03-12 20:09:38
798

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი რობერტ სეკუტა დღეს უწყებაში დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ელჩს საპროტესტო ნოტა აშშ-ში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დეფაქტო პრეზიდენტის ბაკო სააკიანის ვიზიტის გამო გადაეცა.

საპროტესტო ნოტა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვისაა შედგენილი.