მოგერინის ოფისი:„ევროკავშირი მოელის, რომ სააკაშვილის უფლებები სრულად იქნება დაცული“

2018-02-13 19:26:44
382

ევროკავშირი საქართველოს ექს–პრეზიდენტ, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მოვლენათა განვითარებას კვლავაც ყურადღებით აკვირდება და მოელის, რომ კანონი უზენაოსება, ისევე როგორც, ბატონი სააკაშვილის უფლებები სრულად იქნება დაცული.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა.

ცნობისთვის:უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა  მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" დააკავა. მოგვიანებით საქართველოს ექს–პრეზიდენტი პოლონეთში გაამგზავრეს.