"დამაბრუნეთ უკრაინაში! მინდა, უკრაინაში გამასამართლონ"

2018-02-13 16:52:04
343

„დამაბრუნეთ უკრაინაში!მინდა, უკრაინაში გამასამართლონ“, - ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინელებს მიმართა.

„ჩემო უკრაინელებო, თქვენ პათოლოგიური მატყუარები გმართავენ. ისინი არ იმსახურებენ უკრაინისნაირ დიად ქვეყანას მართავდნენ. პეტრო პოროშენკოს ჩემი ეშინია, ვინაიდან ჩემი მოსყიდვა შეუძლებელია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილის განცხადებით, ის პოროშენკოსა და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივ აქციების გამართვას გეგმავს.

„უახლოეს კვირაში ევროპაში ისეთივე აქტიური ვიქნები, როგორიც ვიქნებოდი უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში. უკრაინაში - პირიქით მდევნიდნენ, მითვალთვალებდნენ, შინაპატიმრობა მომისაჯეს. აქ კი, ევროპაში, მე თავისუფალი ვარ, თავისუფალი სააკაშვილი თქვენთვის უფრო საშიში იქნება, პეტრო ალექსეევიჩ... მე მინდა, ვთქვა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, კომუნიკაციის საშუალების პირობებში, პეტრო პოროშენკოს ეს მცდელობები უკრაინისგან ჩემი იზლოლირებისა, უსუსური მცდელობებია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად მოვახერხებთ მასობრივი გამოსვლების ორგანიზებას და სახლში გავისტუმრებთ ოლიგარქებს. დიახ, ისინი ძლიერები არიან, დიახ, ისინი ადვილად არ დათმობენ ძალაუფლებას, მაგრამ როცა უამრავი ხალხი გამოვა, მათ არავინ ჰკითხავს, უნდათ თუ არა წასვლა, ამის გაკეთება მოუწევთ. ვიმუშავებ ევროპარლამენტარებთან, ჩვენ შევადგენთ „მაგნიტსკის სიის“ მსგავს სიას უკრაინელი ოლიგარქებისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის:უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა  მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" დააკავა. მოგვიანებით საქართველოს ექს–პრეზიდენტი პოლონეთში გაამგზავრეს.