დეპორტაციის შემდეგ სააკაშვილმა პირველი განცხადება გააკკეთა: "უხეშად მეპყრობოდნენ"

2018-02-13 00:54:27
245

უკრაინიდან პოლონეთში დეპორტირების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პირველი განცხადება გააკეთა. 

"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი უკრაინიდან რეადმისიის საშუალებით პოლონეთში გადაიყვანეს.

„საკმაოდ უხეშად მეპყრობოდნენ, ახლა უკვე ვარშავაში ვარ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მან თავის მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეები სრული სიცრუეა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის კაფედან გაიტაცეს და ცდილობდნენ, რომ მას არ დაენახა სად მიდიოდნენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ხელებშეკრული წაიყვანეს.

„კაფეში ვიყავით, როდესაც შემოვარდნენ და ძალით ჩამსვეს მანქანაში. თვალები ამიხვიეს და ვერტმფრენამდე მიმიყვანეს, როგორც მივხვდი, დიდხანს არტყამდა წრეს კიევის თავზე, ალბათ, კვალის არევის მიზნით. დაეშვა ბორისპოლში, სადაც თვითმფრინავში გადამსვეს. საკმაოდ უხეშად მეპყრობოდნენ, ახლა უკვე ვარშავაში ვარ. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ იტყუება გამუდმებით უკრაინის ხელისუფლება. არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საქმე და არც გადატრიალება, რასაც თითქოს ვგეგმავდი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.