მიხეილ სააკაშვილს რამზან კადიროვი გამოესარჩლა

2018-02-12 19:08:25
2964

ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი კიევში საქართველოს ექს–პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას "ტვიტერში" პირად გვერდზე ეხმიანება და მომხდარს "უკრაინის ნაქები დემოკრატიის" გამოხატულებად აფასებს:

"მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, იატაკზე დააგდეს. სანამ ის უკრაინული მთავრობის მიმართ ლოიალური იყო, მას კაშკაშა ვარსკვლავად აღიქვამდნენ. ხოლო როგორც კი მან ოპოზიციური ძალები  შექმნა, დამნაშავედ  იქცა. აი, თქვენი ნაქები დემოკრატია და გაკვეთილი სააკაშვილისთვის: საქართველოდან გაქცეულს უნდოდა უკრაინა გაებედნიერებინა", - წერს კადიროვი.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში, რესტორან "სულგუნში" დააკავეს.