სააკაშვილი კვლავ დააკავეს

2018-02-12 17:19:43
157

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კვლავ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანაგუნდელი დავით საყვარელიძე ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით,იგი სპეცრაზმელებმა კიევის ერთ-ერთ კაფეში დააკავეს.

სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ცნობისთვის: სააკაშვილი დღეს საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში უნდა დაეკითხათ, თუმცა ის პროკურატურაში არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაიის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილის ქვეყნიდან შესაძლო გაძევებასთან დაკავშირებით განცხადება ავსტრიულ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა.

პოროშენკოს თქმით, სააკაშვილმა დაარღვია უკრაინის კანონი და მისი ექსტრადირების საკითხზე საემიგრაციო და საზღვრის დაცვის სამსახურმა უნდა იმუშავოს.

"ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს და შესაძლოა ქვეყნიდან გაძევონ", – განაცხადა პოროშენკომ ავსტრიულ გამოცემა "Profil"-თან ინტერვიუში დღეს გააკეთა.

„სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე. ის არც უკრაინელი პოლიტიკოსია, რადგან ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, იმისთვის რომ პოლიტიკური საქმიანობა აწაარმოო, უკრაინის მოქალაქე უნდა იყო. მან დაარღვია კანონი. ის საქართველოში გაასამართლეს. შესაძლებელი იყო მისი გაძევება თუმცა, მე ამას არ ვისურვებდი“, –  განაცხადა პოროშენკომ.