"მოქალაქეები იძულებულები გახდებიან თავი დაიცვან და ეს უბედურების მომტანი პროცესია"

2018-02-07 15:23:07
493

როდესაც სახელმწიფო ვერ იცავს საკუთარ მოქალაქეებს, მოქალაქეები იძულებულები გახდებიან, თავად დაიცვან თავი და ეს უბედურების მომტანი პროცესია,– ამის შესახებ განცხადება ვეტერანთა საქმეების სამსახურის ყოფილმა დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა ღუდუშაურის კლინიკასთან განაცხადა, სადაც ამ დროისთვის მკურნალობას აფხაზეთის ომის ვეტერანი, ყოფილი მხედრიონელი დოდო გუგეშაშვილი გადის. 

"თუ ადამიანი დაუცველია, იძულებული გახდება, თავი დაიცვას. არ ვამბობ, რომ მათ იარაღით უნდა იარონ, მაგრამ სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქეები. ფაქტია, რომ ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, კარგის მეტი არაფერი უკეთებია",– განაცხადა შიხიაშვილმ.

​ცნობისთვის: დღეს დილით გუგეშაშვილის ოჯახს თავს დაესხნენ. ნოდარ გუგეშაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, დოდო გუგეშაშვილი კი კლინიკაში გადაიყვანეს. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები პაციენტის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ. http://accent.com.ge/ge/news/details/46566