რა რეაქცია ჰქონდათ თბილისში 1973 წელს ქუჩაში ქალზე ძალადობაზე, ნაგვის დაყრასა და ვანდალიზმზე

05 February, 2018   6 თვის 1 კვირის წინ
1027

1973 წელს თბილისის ქუჩებში ექსპერიმენტი ჩაატარეს და ფარული კამერა დადგეს. ექსპერიმენტის მიზანი იყო, გაეგოთ, როგორი რეაქცია ექნებოდათ ნაგვის დაყრაზე მოქალაქეებს. როდესაც მამაკაცი შუა ქუჩაში ხან ვაშლს თლიდა და ხან ფორთოხალს, ნათალს კი ძირს ყრიდა, მას შენიშვნა არავინ მისცა. არც ახალგაზრდებს, რომლებიც შუა ქუჩაში დადგმულ ნაგვის ყუთს შორიდან რაღაცებს ესროდნენ და არც ბავშვს, რომელმაც ნაგვით სავსე ვედრო ყველას თვალწინ გადმოაყირავა და ნაგავი იქვე კუთხეში დაყარა. 

მეორე ექსპერიმენტში დაქირავებული მსახიობები ქუჩებში დამონტაჟებულ ნივთებს ანადგურებენ, რაზეც კვლავ რეაქცია არავის აქვს. 

მესამე ექსპერიმენტიც საკმაოდ გულდასაწყვეტი გამოდგა. ქალს, რომელსაც დღისით, მზისით, ორი მამაკაცი ავიწროებდა, თითქმის არავინ დაეხმარა, ორი მამაკაცის გარდა...

რეჟისორი სერგეი სტრახოვი.
გამოქვეყნდა გვერდზე "არქივი"