დაღესტანში მაღალჩინოსნები დააკავეს

2018-02-05 13:39:55
577

დაღესტანში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ორი ვიცეპრემიერი დააკავეს. ინფორმაციას Komersant-ი ავრცელებს.

დაკავებულები პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანეს. აბდუსამად გამიდოვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დილიდან მიმდინარეობდა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, საქმე შესაძლოა თანამდებობის პირების უფლებამოსილების ხელოვნურად გახანგრძლივებას ეხებოდეს.