«Взгляд»: “აზერბაიჯანული ოპოზიციური მოძრაობა “რესპუბლიკური ალტერნატივა” თბილისში ყრილობის ჩატარებას გეგმავს»

2018-01-12 22:39:51
175

აზერბაიჯანული ოპოზიციური მოძრაობა “რესპუბლიკური ალტერნატივა” (ReAL) 21 იანვარს თბილისში ყრილობის ჩატარებას გეგმავს 100 დელეგატის მონაწილეობით,- იუწყება რუსული გამოცემა «Взгляд».

«ამ მოძრაობას 2014 წელს 7 წლით გასამართლებული ილგარ მამედოვი უდგას სათავეში, რომლის გათავისუფლებასაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მოითხოვს. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში საკუთარი არხებით ინფორმაციას არკვევს», - წერს გამოცემა.

ხოლო ბაქოში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით «Взгляд» იუწყება, რომ ყრილობის შესახებ ინფორმაციის წინასწარი გავრცელება ერთგვარი სიგნალია აზერბაიჯანისა საქართველოს მიმართ, ამ ღონისძიების ჩატარება არ დაუშვას.


«აღინიშნება ასევე, რომ საქართველოს მტკიცე პოზიციასთან დაკავშირებით, ბაქოსთან მყარი სტრატეგიული ურთიერთობები იქონიოს, აზერბაიჯანიდან გაქცეული ოპოზიციონერები უკვე სხვა ქვეყნებს ირჩევენ», - დასძენს გამოცემა.