მუხთარლის 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა: "მეგონა, მომკლავდნენ”

2018-01-12 15:48:55
275

არასამთავრობო ორგანიზაცია "აი ფაქტის" ინფორმაციით, აფგან მუხთარლის 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. როგორც ცნობილია მას აზერბაიჯანის პროკურატურა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

როგორც მუხთარლიმ საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, თავის სიტყვას ყველგან იტყვის სიცოცხლის ბოლომდე.

“ჩემი ცხოვრების მანძილზე მე ვიბრძოდი უკანონობის წინააღმდეგ. საქართველოში ცხოვრებისას, ჩემი ყველა ნაბიჯი აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მიერ კონტროლდებოდა. ჩემს თვალთვალში დახარჯული თანხები უკეთესი იქნებოდა, მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიემართათ. გამიმართლა, რადგან სხვა ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც ადრე დაუკავებიათ, უარეს ვითარებაში აღმოჩენილან, ან უწამებიათ ან მოუკლავთ. პირველად შემეშინდა, როცა საზღვარზე გადამიყვანეს, მეგონა, რომ მომკლავდნენ.”,– განაცხადა მუხთარლიმ.

მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა.