"ყველის ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა"

2018-01-12 11:34:18
371

„15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად, გამოვლინდა რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული“, - ამის შესახებ ასოციაცია „MIC-TNS“-ის მიერ ჩატარებულ ყველის ბაზრის კვლევაშია ნათქვამი. ინფორმაციას Commersant.ge ავრცელებს.

კვლევის თანახმად, აღნიშნულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების - კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ცნობისთვის, ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

კვლევა რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის „საქრძე“ დაკვეთით ჩატარდა და ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემცველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას ისახავდა მიზნად.