აშშ-ის სენატის ანგარიში: რუსეთის გავლენა საქართველოსთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება

2018-01-11 20:28:49
566

2008 წელს საქართველოში შეჭრა ნათელი მაგალითია იმისა, როგორ იყენებს რუსეთი ძალას სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების დასაპყრობად, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სენატის ანგარიშში “პუტინის ასიმეტრიული შეტევა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: შედეგები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის”. 200-გვერდიანი დასკვნა დემოკრატებმა სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში მოამზადეს. საქართველოს ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა. “აქცენტი” მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

 

დაძაბულობის მრავალწლიანი ზრდის შემდეგ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში სეპარატისტებს მხარდაჭერა გაუწიეს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობამ მათი დამოუკიდებლობა აღიარა. ეს კონფლიქტი პირველ შემთხვევად იქცა, როცა სამხედრო ინტერვენციასთან ერთად გამოიყენებოდა კიბერშეტევებიინოვაცია, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება 6 წლისშემდეგ ხვეწდა უკვე უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისას. 2008 წლის შემდეგ რუსული პროპაგანდა, ასევე რუსეთის მიერ გარკვეული პოლიტიკური პარტიების, არასამთტავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მხარდაჭერა საქართველოსთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება იმ ფონზე, როცა პროდასავლური ძალები ქვეყანაში დასავლეთთან ინტეგრაციის განმტკიცებას ცდილობენ.

 

2008 წლის აგვისტომდე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც სადავოდ იქცა 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, დაძაბულობა იზრდებოდა. აგვისტოს დასაწყისში ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გახსნეს ქართული სოფლების მიმართულებით, რის შემდეგაც რეგიონში ქართველი სამხედროები გაიგზავნენ. რუსი სამხედროების პასუხად სამხრეთ ოსეთიდან ქართული ჯარების ტანკების გამოყენებით გაძევება იქცა.

მალე ნათელი გახდა, რომ რუსეთის შეტევები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სამხედრო საშუალებებით და უფრო ფართო ხასიათს ატარებდა.

მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი, ერთი შეხედვით, მყისიერადგადავიდა მწვავე ფაზაში, შეჭრამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთი ჰიბრიდული ომის მზადებაში დაადანაშაულა. უკვე 20 ვილისს საქართველოს მთავრობამ საკუთარ თავზე განიცადა DDoS-შეტევა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საიტმა კი 24 საათით მუშაობაშეწყვიტა. როდესაც 8 აგვისტოს რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ეროვნული ბანკის და რამდენიმე გამოცემის საიტებზე კიბერშეტევები განხორციელდა. საქართველომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, თუმცა კრემლი ბრალეულობას უარყოფდა.

მაიკლ სულმეიერმა, პენტაგონის მთავარმა მრჩეველმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს კიბერპოლიტიკაზე იყო პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა “ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვეულ სახმელეთო ოპერაციებს კიბერაქტივობა ერთვოდა თან”. ამან არა მხოლოდ იმ მეთოდების დემონსტრირება მოახდინა, რომელიც შეიძლება, გამოსადეგი იყოს კომბინირებულ ოპერაციებში, არამედ იმისაც, რომ რუსები მზად არიან, ისინი გამოიყენონ. და ისინი ამას აკეთებენ.

ესტონეთისა და პოლონეთის მთავრობებმა სწრაფი მობილიზება მოახდინეს, რათა დაჰხმარებოდნენ საქართველოს ინტერნეტ-კავშირის განახლებაში. გარდა ამისა, ესტონელებმა, რომლებმაც კიბერშეტევა ერთი წლით ადრე განიცადეს, საქართველოს საკუთარი გამოცდილებაგაუზიარეს.

სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წელს “ვარდების რევოლუციის” შედეგად მოვიდა და ცდილობდა, უფრო მჭიდრო კავშირები დაემყარებინა დასავლურ ინსტიტუტებთან, რამაც პუტინის რისხვა გამოიწვია.

ნატოს 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა აიღო ვალდებულება, საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისშესაძლებლობა განეხილა. საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატოს გაფართოება მის მიერ რუსეთის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ შეფასდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს 2008 წელს რუსეთის შეჭრის ერთადერთი ფაქტორი არ არის, საქართველოს აქტიური ნაბიჯები ნატოსთან კავშირების გასამყარებლად, როგორც ჩანს, გადამწყვეტი ელემენტი იყო რუსეთისთვის ინტერვენციის შესახებგადაწყვეტილების მიღებისას.

ხანმოკლე ომმა იწინასწარმეტყველა ევროპაში რუსეთის მომავალი ჰიბრიდული პოლიტიკა, რომელმაც არ უნდა დაუშვას ნატოა და ევროკავშირის გაფართოება და კონტინენტზე დემოკრატიის კონსოლიდაცია.

დღეს რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობას” აღიარებს და სეპარატისტული ძალების მხარდაჭერით ამ ორ რეგიონში ჯარების განთავსებას განაგრძობს. მოსკოვმა მათთან ასევე პარტნიორობისა და სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა, რაც კონფლიქტების გაყინულ მდგომარეობაში შენარჩუნებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.

ომი საქართველოში დროში დაემთხვა აშშ-ში ძალაუფლების ბუშის ადმინისტრაციისგან ობამას ადმინისტრაციისთვის პოლიტიკურ გადაცემას. როგორც ჩანს, თავისი ვადის ბოლო დღეებში ბუშის წარმავალი ადმინისტრაცია არ ისწრაფვოდა აგრესიის გამო რუსეთის მიმართ სანქციების შემოღებისკენ. ახალი - ობამას ადმინისტრაცია ცდილობდა, რუსეთთან ურთიერთობების “გადატვირთვისთვის” მიეღწია, რაც ასევე უშლიდა ხელს კრემლის აგრესიის საპასუხოდ მის მიმართ შემძღუდველი ზომების შემოღების გადაწყვეტილებას. მიუხედავად რუსეთის ქმედებებზე სათანადო პასუხის გაუცვემლობისა,ორივეადმინისტრაცია მნიშვნელოვან სახსრებს ინვესტირებდა საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და ქვეყნის ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციაში.

საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო შეჭრის გარდა, რუსეთის მთავრობა მხარსუჭერს სხვადასხვა პროკრემლისეულ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობოებსა და პროპაგანდისტულ რესურსებს ქვეყანაში.

მაგალითად, არსებობს მონაცემები, რომ მედიარესურს “ობიექტივ-ტვ”-ს საქმიანობა ულტრანაციონალისტური პარტია “პატრიოტთა ალიანსის” რუსულ დაფინანსებას უკავშირდება. “ობიექტივის” ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური ინფორმაცია დაეხმარა “პატრიოტთა ალიანსს”, 2016 წლის ოქტომბერში საარჩევნო ბარიერიდაეძლია პარლამენტში მოსახვედრად.

რუსული პროპაგანდა საქართველოში ხშირ შემთხვევაში უცნაურ ფორმებსაც იღებს. მაგალითად, იგი ამტკიცებს, რომ აშშ იყენებს “რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს” ქართულ მოსახლეობაზე ბიოლოგიური ცდების ჩასატარებლად.

როგორც საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე პრორუსული ჯგუფი, მათ შორის – რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი და ფონდი “Русский мир” (“რუსული სამყარო”) – ორი ცნობილი დაწესებულება, რომელთაც კრემლი უცხოეთში საკუთარი გავლენისთვის იყენებს.

განგრძობადი წნეხის მიუხედავად, 2014 წლის ივნისში საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავებული და ყოვლისმომცველი ზონის თაობაზე – გადადგა ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინტეგრაციის პროცესში.

გარდა ამისა, დეკემბერში ქვეყანამ 2015 წელს დაპირებული უვიზო რეჟიმი მიიღო ევროკავშირთან. ნატოს 2014 წლის უელსის სამიტზე კი ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაამტკიცა საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტი (SNGP), რომელიც მოიცავს “თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, სწავლებას, წვრთნების ჩატარებას, კავშირების განმტკიცებას და შესაძლებლობებს მოკავშირე სახელმწიფოების ძალებთან ურთიერთქმედების განვითარებისთვის”.

თანამშრომლობამ ამ სფეროში მნიშვნელოვანი ბიძგი მიიღო ნატოს 2014 წლის უელსის სამიტზე, სადაც მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP), თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერების, სწავლების, წვრთნების, კავშირების განმტკიცებისა და მოკავშირეთა ძალებთან ურთიერთქმედების განვითარების შესაძლებლობების ჩათვლით. ეს ზომები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, ასევე ნატოს წევრობისთვის მის მომზადებაზეა მიმართული.

რუსეთის 2008 წლის შეჭრის შემდეგ აშშ-მა ასევე მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საქართველოს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ დაფინანსებისმკვეტრი შემცირების შესახებგანაცხადი წარმოადგინა.

2018 საფინანსო წელს საქართველომ 47,5 მლნ დოლარი მიიღო სახსრებიდან, რომელიც ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დასახმარებლადაა გამიზნული; 2018 წლისთვის ადმინისტრაციამ მხოლოდ 28 მლნ დოლარზე წარადგინა განაცხადი.

გაკვეთილები გამოტანილია



ჰიბრიდული ომი ხანგრძლივი იქნება: ომი საქართველოში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კიბერშეტევები სამხედროს პარალელურად ხორციელდებოდა. 6 წლის შემდეგ ეს მეთოდები განმეორდება და დაიხვეწებაუკრაინაში. საქართველოში მომხდარი იქცა და სამომავლოდაც უნდა დარჩეს კარგ გაკვეთილად სხვა სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც მოწყვლადნი არიან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შეტევების წინაშე.

ასიმეტრიული არსენალის მოქნილობა: სამხედრო აგრესიის შემდეგ საქართველოში რუსეთის მთავრობა ხელს უწყობდა დაძაბულობას და საკუთარ ზეგავლენას, იყენებდა რა დეზინფორმაციას, არასამთავრობოების მხარდაჭერასა და პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. იმის გაზომვა, რამდენად დიდი ზეგავლენა შეიძლება, ჰქონდეს რუსეთის მთავრობას საქართველოში სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, საკმაოდ რთულია.

საკვანძო დასავლეთისერთგულება: აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტებიგაძლიერებულიყო და ქვეყანა რუსეთის მხრიდან აგრესიისგან დაეცვათ. ეს დახმარება აუცილებელი იყო რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, ჩარევის რუსული მეთოდების მთელს სპექტრს გაუმკლავდეს”.

ორიგინალური ვერსია იხ. https://www.foreign.senate.gov/imo/media/doc/FinalRR.pdf