ნუცუბიძის ინციდენტზე გამოძიება შეწყდა: "ჩანაწერები არ არსებობს...ოჯახმა კვლავ არ იცის რა მოხდა"

2018-01-11 18:57:09
220

ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძიება შეწყდა. საუბარია პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მას ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ, რა დროსაც პავლიაშვილი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

ოჯახის ადვოკატის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ის გარდაცვლილის მეუღლესთან ერთად კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო, რომელსაც უნდა დაედგინა, უწყვეტი იყო თუ არა საპატრულო პოლიციის კამერებით გადაღებული ვიდეოები და ხომ არ წაიშალა რომელიმე კამერიდან მასალა. 

"დასკვნაში წერია, რომ მასალები დამონტაჟებული არაა და ასევე კამერებიდან არ მომხდარა რაიმეს წაშლა. შესაბამისად, დგინდება, რომ პავლიაშვილის დაკავებისა და იმ ტრაგიკული შემთხვევის ამსახველი ვიდეო არ არსებობს. პროკურატურამ რა საგამოძიებო მოქმედებებიც ჩაატარა, იმის შედეგად სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ იკვეთება და, შესაბამისად, ალბათ პროკურატურა საქმეს უახლოეს დღეებში შეწყვეტს. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს პრეტენზია პროკურატურასთან, ვინაიდან რაც საჭირო იყო, მათ ყველა ღონისძიება გაატარეს, თუმცა, ჩვენ ნამდვილად გვაქვს პრეტენზია პოლიციელებთან და საქმის შეწყვეტის მიუხედავად, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უნდა მოახდინოს მინიმუმ სამსახურებრივი შემოწმება, რათა დადგინდეს, რა მოხდეს რეალურად, რატომ არ მოხდა ამ ყველაფრის გადაღება, ვინაიდან პოლიციელი ვალდებულია განახორცირლოს ჩაწერა. საზოგადოებამ და ოჯახმა კვლავ არ იცის რა მოხდა", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.