პატრიარქი: "გისურვებთ სიმშვიდეს. სიმშვიდემ უნდა დაისადგუროს თქვენს გულში და გონებაში"

01 January, 2018   3 თვის 3 კვირის წინ
365

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

„ქრისტეს მიერ სიყვარულით ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს. ჩვენ შეჩვეულნი ვართ, როცა ვადარებთ წარსულს და მომავალს. წარსული წელი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის მადლით დავძლიეთ ეს წელი. სიყვარულით მივესალმები, ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათაქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ყველას, ვინც არის საქართველოში.

დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას, მაგრამ არ გვესმის, რა არის ბედნიერება და რაშია ბედნიერება. ბედნიერება ის არის, როცა ადამიანი კმაყოფილია სულიერად და მატერიალურად, როცა ადამიანი დალოცვილია ღვთისაგან და თავისი მშობლებისაგან. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და ბიბლიაში წერია, პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.

ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც უნარი შესწევს აპატიოს შეცდომები სხვა ადამიანს, როცა ადამიანი გრძნობს თავის დანაშაულს და მოინანიებს. ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.

ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი განიკითხავს სხვას და ის ცოდვები, რომელიც მას ჩაუდენია, ის ცოდვები გადმოდის იმაზე, ვინც განიკითხავს. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს შვილებს, ბავშვებს. ხშირი შემთხვევაა, როცა ბავშვები იზრდებიან ქუჩაში. შედეგებიც სათანადოა.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ სიმშვიდეს. სიმშვიდემ უნდა დაისადგუროს თქვენს გულში და გონებაში. იყავით ბედნიერნი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, – ნათქვამია ილია მეორის საახალწლო მიმართვაში.