ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის ოთხ სხვადასხვა ორგანიზაციასთან მემორანდუმი გააფორმა

27 December, 2017   3 კვირის 3 დღის წინ
155

2017 წლის 14-17 დეკემბერს უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტში იმყოფებოდა დელეგაცია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან (დირექტორი ზაზა აბაშიძე; ალესანდრე მელაძე;  მარიამ ხუტუნიშვილი; მარიამ ჯაბიძე;  თამარ მჭედლიძე). 

ვიზიტის მიზანი იყო უზბეკეთის რესპუბლიკის ოთხ სხვადასხვა ორგანიზაციასთან (ა.ს.პუშკინის სახელობის სამარყანდის საოლქო საინფორმაციო-საბიბლიოთეკო ცენტრი; სამარყანდის ალიშერ ნავოის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საინფორმაციო-რესურს ცენტრი; ალიშერ ნავოის სახელობის უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკა; უზბეკეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის აბუ რაიჰან ბერუნის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

ღონისძიება დაიგეგმა უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს საგანგებო

და სრულუფლებიანი ელჩის კოსტანტინე ჟღენტის მეთაურობით.

ღონისძიება გახსნა უზბეკეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ალიშერ აბდუაზიზოვმა. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, საქართველოს ელჩმა უზბეკეთის რესპულიკაში კონსტანტინე ჟღენტმა, უზბეკეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის აბუ რაიჰან ბერუნის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა  აკადემიკოსმა ბახრუმ აბდუხალიმოვმა.

 

მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს მომავალი წლიდან მივავლინოთ ტაშკეტსა და სამარყანდში ქართველი ხელნაწერთამცოდნეები, რომლებიც გაეცნობიან ამ ქალაქების ბიბილითეკებში არსებულ უმდიდრეს აღმოსავლურ ფონდებს და იმედია ნახავენ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის საინტერესო ცნობებს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის საქართველოს საეჩოს უზბეკეთში ამ და სხვა ღონისძებების ორგანიზებისათვის. 

(R)