"სააკაშვილი ავად გახდა"

2017-12-07 15:12:28
627

უკრაინული მედიის ინფორმაციით, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ავად გახდა და ამას ჟურნალისტებს „კარვის ქალაქში“ მყოფი მისი მხარდამჭერები უდასტურებენ.

newsone.ua წერს, რომ სააკაშვილი თავს კარგად ვერ გრძნობს, თუმცა ჟურნალისტი განმარტავს, რომ ამის შესახებ სააკაშვილის მომხრეები ღიად არ საუბრობენ.

„ახალი ძალების მოძრაობის“ პრესმდივნის, მარიანა პოჩტარის განმარტებით, სააკაშვილი მუდმივად კარავში იმყოფება.