ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსი სნაიპერების წვრთნები დაიწყო

2017-12-07 14:37:14
285

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მდებარე 58–ე რუსული სამხედრო ბაზის 100–ზე მეტი სნაიპერი საცეცხლე მომზადებაში წვრთნებს გადის.

როგორც სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს–სამსახურში აცხადებენ, ახალგაზრდა სნაიპერები, რომლებიც ჯარში შემოდგომაზე გაიწვიეს, შეისწავლიან ცრუ საცეცხლე პოზიციების მოწყობას მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად, ასევე ძირითად პოზიციამდე ფარულ გადაადგილებასა და მოწინააღმდეგესთან მოულოდნელი შეხვედრისას შენიღბვის ტაქტიკას.

მისივე ცნობით, გათვალისწინებულია ასევე გამოცდილი ინსტრუქტორების მიერ წვრთნების ჩატარება სამიზნეების კლასიფიკაციასა და ცეცხლის კორექტირებაში, თვალთვალისა და დამიზნების ღამისა და დღის ხელსაწყოების გამოყენების თეორიასა და პრაქტიკაში.