საქართველოს საკონსულო კალიფორნიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

2017-12-07 12:23:05
157

საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში კალიფორნიის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს კალიფორნიაში მცხოვრებ ქართველებს შეასრულონ ადგილობრივი ხელისუფლების საევაკუაციო გეგმა.

"კალიფორნიის შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ადგილობრივი ხელისუფლება გუშინდელი დღიდან აცხადებს საევაკუაციო გეგმებს. კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გთხოვთ შეასრულოთ ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებები. საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ Red Cross-ის ცხელ ხაზს - 866-272-2237 ან დაგვიკავშირდით გენერალურ საკონსულოს Facebook გვერდზე ან შემდეგ ტელეფონზე 212-922-1722. 

ადგილზე არსებული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე. http://emergency.lacity.org/skirball-fire" - წერია საკონსულოს განცხადებაში. 

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებამდე მიაღწია. ამერიკული მედიის ცნობით, ცეცხლი სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ტყეში სწრაფად ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი და დაშავებულია პოლიციელი.