ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებული ორი პირი ბრალს არ აღიარებს

2017-12-07 11:11:42
180

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებულებიდან ორი ბრალს არ აღიარებს. ერთ-ერთის უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს, თუმცა საქმეში ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებია, ამიტომ აღკვეთის ღონისძიების თაობაზე გადაწყვეტილება აპელაციის წესით გასაჩივრდება. 

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ადვოკატის მერაბ მამულაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფიც უარყობს ბრალდებას, თუმცა გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ არ იციან. 

5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი სრულწლოვანი პირი პატიმრობაში დატოვა. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი თენგიზ კალანდია.