სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აბესალომ მანჯავიძემ დანიშნვის პირველივე თვეს ხელფასზე 2–ჯერ მეტი ოდენობის დანამატი აიღო

2017-12-06 21:56:27
590

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკმა აბესალომ მანჯავიძემ დანიშნვის პირველივე თვეს ხელფასზე 2–ჯერ მეტი ოდენობის დანამატი აიღო.


"აქცენტისთვის" მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად,  აბესალომ მანჯავიძე ხსენებულ თანამდებობაზე 2017 წლის სექტემბერში დაინიშნა და იმავე თვეში თანამდებობრივი სარგოს სახით - 1868 ლარი, დანამატის სახით - 4857.1 ლარი , ხოლო პრემიის სახით 625 ლარი მიიღო.


მომდევნო თვეს, ოქტომბერში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობრივი სარგოს სახით - 1868 ლარი, დანამატის სახით კი 4857.1 ლარი  მიიღო.