გენშტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ჯანჯღავამ 2016-დან 2017 წლის ნოემბრამდე წოდებრივ სარგოზე მეტი დანამატი მიიღო

2017-12-06 21:52:40
301

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ 2016 წლიდან 2017 წლის ნოემბრამდე პერიოდში წოდებრივი სარგოს სახით 31160 ლარი მიიღო, დანამატის სახით – 28805, ხოლო პრემიის სახით – 3750.


რაც შეეხება ჩაჩიბაიას მოადგილეებს, თავდაცვის უწყებიდან "აქცენტისთვის" მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ჯანჯღავამ 2016 წლიდან 2017 წლის ნოემბრამდე წოდებრივ სარგოზე მეტი დანამატი მიიღო. კერძოდ, წოდებრივი სარგოს სახით მას 21120 ლარი აქვს მიღებული, დანამატის სახით – 26990, ხოლო პრემიის სახით – 2500.

გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ზაზა ჩხაიძემ  იმავე პერიოდში წოდებრივი სარგოს სახით 24658 ლარი მიიღო, დანამატის სახით – 23497 ლარი, ხოლო პრემიის სახით – 2500 ლარი.

კიდევ ერთმა მოადგილემ შალვა ჯაბახიძემ კი ხსენებულ პერიოდში წოდებრივი სარგოს სახით 24658 ლარი მიიღო, ხოლო დანამატის სახით - 23136 ლარი.