„გაჩვენებთ, როგორ ვფინანსდებით: დღეს მოვიდა ერთი ქალბატონი და 1000 დოლარი მოიტანა“

2017-12-06 21:25:13
361

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოსთან საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქცია კვლავ გრძელდება.

სააკაშვილმა მხარდამჭერებს ცოტა ხნის წინ სიტყვით მიმართა და ის საჩუქრები აჩვენა, რომელიც აქციის მონაწილეებმა მიართვეს. საჩუქრებს შორის, საკვები პროდუქტები და მხარდმჭერთა შემოწირულობების ქისაა.

„გაჩვენებთ, როგორ ვფინანსდებით: დღეს მოვიდა ერთი ქალბატონი და 1000 დოლარი მოიტანა. მან მითხრა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ჩემს მსგავსად დააკავა. თუმცა მას არავინ იცნობდა. ასევე მითხრა, რომ გუშინ, როდესაც ჩემს დაკავებას უყურებდა გააცნობიერა, რომ ჩვენ ყველანი დაუცველები ვართ. ახლა დღეებში კი არა საათებშია საქმე. ჩვენ უნდა გავფართოვდეთ და ბევრად მეტნი უნდა ვიყოთ. დღეს არ არის პარტიული ინტერესების დრო. უნდა ვიფიქროთ უკრაინის მომავალზე, მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად გავერთიანდეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.