პუტინი პრეზიდენტად კენჭს კიდევ ერთხელ იყრის

2017-12-06 18:49:33
170

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს კიდევ ერთხელ იყრის.

შესაბამისი განცხადება პუტინმა დღეს ნიჟნი ნოვგოროდში მანქანათმშენებელი ქარხნის მუშებთან შეხვედრისას გააკეთა.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ“, – განაცხადა პუტინმა.