საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

2017-12-06 11:53:25
121

სინოპტიკოსების ცნობით, 8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში მოღრუბლული და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს, საქართველოს უმეტეს ნაწილში კი მოსალოდნელია ნალექი, ზოგან თოვლიც.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა -7, -2 იქნება.

ხვალ თბილისში უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ. 8 დეკემბერს საღამოს ისევ გაწვიმდება