კადიროვი მზადაა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის თანამდებობა დატოვოს

2017-11-27 10:39:25
328

ჩეჩნეთის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი მზადაა, ჩეჩნეთის ლიდერის თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ მან რუსული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

კადიროვის თქმით, ჩეჩნეთში ცვლილებების დროა. მან პოსტის დატოვების შემდეგ იერუსალიმში, მუსლიმთა წმინდა ადგილების დასაცავად წასვლის სურვილი გამოთქვა.

როგორც კრემლში აცხადებენ, რამზან კადიროვის გადადგომის შესახებ განცხადება არ მოუღიათ. პრეზიდენტის პრესმნივნის განმარტებით, ჩეჩნეთის ლიდერის სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იყოს გაგებული.