თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

2017-11-14 19:14:14
329

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა.

ამის შესახებ ინფორმაცია "პირველ არხს" თვითმხილველებმა მიაწოდეს.

მისივე ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. 

"პირველი არხი" დაუკავშირდა შსს-სა და აეროპორტს, სადაც კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.