რეალური ფაქტი: “ქართველთა მარში” ფულის გადარიცხვას არაბული ბიზნეს-ჯგუფის კუთვნილი ბანკის ანგარიშზე ითხოვს

2017-11-14 17:48:22
243

2017 წლის 4 სექტემბერს, „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კონსტანტინე მორგოშიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში „ქართული მარშის“ საბანკო რეკვიზიტები გამოაქვეყნა და მხარდამჭერებს ფინანსური შემოწირულობების ჩარიცხვისკენ მოუწოდა. საბანკო ანგარიში არაბული ბიზნეს ჯგუფის მფლობელობაში მყოფ ბანკშია გახსნილი.

“ქართველთა მარში” საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს და არალეგალებს საქართველოს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. არალეგალებში “ქართველთა მარშის” მესვეურები კონკრეტული ეროვნების წარმომადგენლებს - ირანელებს, არაბებს, აფრიკელებს და სხვებს გულისხმობენ.       

http://mythdetector.ge/node/781