თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

2017-11-14 16:57:00
74

„ჩემი ინიციატივით, გუშინ მივმართე ქალაქ თბილისის ახალ მერს, ბატონ კახი კალაძეს და პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა,“ - ეს განცხადება ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ გააკეთა.  

„ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულ სფეროს ახალი ენერგია, ახალი ინიციატივები და ახალი მიდგომები სჭირდება,“ - განაცხადა თორდინავამ.

არსებული ინფორმაციით, თორდინავას კახა გვანცელაძე შეცვლის, რომელიც დავით ნარმანიას მერობის დროს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.